ჩვენი პროდუქცია

aq_block_5

ჩვენ შესახებ

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციას აწარმოებს.
2015 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს მნიშვნელოვან გაფართოებას. მოხდა საწარმოს გადაიარაღება, კაბელების დამზადების ყველა ხაზი აღჭურვილია გერმანული წარმოების ავტომატიზაციის სისტემით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, მოცულობა, ჩამოყალიბდა მყარი ბიზნეს-კონტაქტები ნედლეულის მომწოდებლებთან რუსეთის ფედერაციიდან და უზბეკეთიდან, შეიქმნა ეფექტური და მობილური სადისტრიბუციო ქსელი.

საწარმოს აღწერილობა:
შპს „ენ ერ ჯი ჯორჯია“-ს საწარმო მდებარეობს ქალაქ თბილისის გარეუბანში, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში. 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად მოხდა საწარმოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი გაფართოება, რის შედეგადაც საერთო ფართმა შეადგინა 17 000 კვ.მ., საწარმოო ტერიტორიის ფართმა - 7000 კვ.მ, ხოლო სასაწყობო,- 1500კვ.მ.

კომპანიის მთავარი უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში:
ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხი, კონკურენტუნარიანი ფასი და ფართო ასორტიმენტი წარმოადგენს მთავარი უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში ადგილობრივ ბაზარზე.

კონტაქტი

  • სათაო ოფისი: შარტავას ქ. 40. 0160, თბილისი, საქართველო
  • + 995 (599) 03 03 73
  • info@nrg.ge
  • საწარმო: ქვემო ალექსეევკის დასახლება, თბილისი, საქართველო